Pet Blood Bank
შინაური ცხოველების დონორობის პლატფორმა საქართველოში
სოციალური პროგრამა.
ვუზიარებთ ერთმანეთს სიცოცხლეს.

იმისათვის რომ გახდე სუპერგმირი, უბრალოდ ფორმის შევსება არის საჭირო
რომელი ცხოველი შეიძლება გახდეს დონორი.

ძაღლები - ასაკით 2-დან 7 წლამდე და წონით 25 კგ-ზე მეტს.
კატები -ასაკით 2-დან 6 წლამდე და წონით 4.5 კგ-ზე მეტს.

იმისათვის, რომ ცხოველი გახდეს დონორი მას არ უნდა აღენიშნებოდეს
ჯანმრთელობის პრობლემები , ასევე ზედმიწევნით ყველა პოტენციურ
დონოდრს უკეთდება გამოკვლევები.
ცხოველს სისხლის გადასხმა შესაძლოა დასჭირდეს მოწამვლისას, ინფექციის
დროს ან ტრავმის მიღების შედეგად. ასეთ შემთხვევაში სისხლის დონორის
მოსაძებნად დრო ძალიან შეზღუდულია და ეს ფაქტორი სიცოცხლის ფასი
შეიძლება დაჯდეს.

,,Pet Blood Bank“-შინაური ცხოველების სისხლის ბანკმა შექმნა დონორობის
პლატფორმა ცხოველებისთვის, რათა მათი გადარჩენა უფრო მარტივი იყოს. ამ
პლატფორმაზე სუპერგმირი კატების და ძაღლების დონორებად
რეგისტრაცია შეუძლიათ თავის ერთგულ პატრონებს, ხოლო ვისაც სისხლი
სჭირდება შეუძლია განცხადების დატოვება. ამგვარად, პირველნი და მეორენი
ერთმანეთს იპოვიან, რაც მნიშვნელოვანია გადაუდებელი სიტუაციების
დროს!

გადაარჩინე სიცოცხლე! დარეგისტრირდი დონორად!
იპოვე დონორი
სიცოცხლის გადარჩენა ძალიან მაგარია და სულაც არ არის რთული. რაც მთავარია, არ ინერვიულოთ! ცხოველები ამას გრძნობენ ????
როგორ მუშაობს დონორობის პლატფორმა?

ახლა აღგიწერთ 5 ნაბიჯს, რომელიც უნდა გაიაროთ, რათა დონორი გახდეთ.
შეავსეთ ანკეტა
მოგვიყევით თქვენზე და თქვენს ცხოველზე. დონორს ეძებთ თუ გსურთ, დონორი გახდეთ?
დაელოდეთ შეტყობინებას
თქვენს ანკეტას დაამუშავებენ და როგორც კი სისხლი იქნება საჭირო ან მოიძებნება დონორი თქვენი ცხოველისთვის, შეტყობინებას გამოგიგზავნიან თქვენთვის მოსახერხებელ მესენჯერში. ჩვენ ვეძებთ ზუსტად თქვენთვის განკუთვნილ დონორს, რომელიც შეესაბამება თქვენს ყველა კრიტერიუმს, ტერიტორიულის ჩათვლით.
დაგვიდასტურეთ, რომ მზად ხართ დაგვეხმაროთ
თუ თქვენი ცხოველი მზად არის დახმარების გასაწევად, დაგვისდასტურეთ მზაობა და მიიღეთ იმ მეგობრის კონტაქტი, რომელსაც სჭირდებით. ასეთი დონორობა არ გულისხმობს ანაზღაურებას, ხოლო ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობს უშუალოდ ორ მხარეს შორის. კომუნიკაციის პასუხისმგებლობაც ორივე მხარეზეა.
ეწვიეთ კლინიკას
ბედმა გაგიღიმათ და ყველაფერი მოგვარდა, თქვენ გეცოდინებათ მისამართი და კონკრეტული დრო. რათა ჩააბაროთ სისხლი, საჭირო იქნება ეწვიოთ კლინიკის ვეტერინარს და შეხვდეთ მეორე მხარის წარმომადგენლებს. კლინიკაში ცხოველს ჩაუტარდება გამოკვლევა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მას სისხლს აუღებენ.
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება
მადლობა თქვენს სუპერგმირს! გაგვიზიარეთ, როგორ იგრძნობს თავს თქვენი ოთხფეხა მეგობარი პროცედურის შემდეგ და თქვენ თვითონ როგორ იქნებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ჩაიარა მთელმა პროცესმა. ეს ჩვენ დაგვეხმარება, თითოეული პროცედურა კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ.
თუ თქვენი შინაური ცხოველი ჯანმრთელია, წონისა და ასაკის კრიტერიუმებს ერგება, პროცედურა მას არაფერს ავნებს. ექიმები აუცილებლად ჩაატარებენ გამოკვლევას და დაადგენენ სისხლის ჯგუფს მის აღებამდე.
რატომ არის ცხოველების დონორობა მნიშვნელოვანი?

სისხლის დონორობის პლატფორმა გამოჯანმრთელებისა და ჯანსაღი მომავლის შანსს აძლევს უამრავ ცხოველს: შინაურსა თუ უსახლკაროს. შემოგვიერთდით, რათა ეს მსოფლიო ცოტათი უფრო კეთილი გავხადოთ. მნიშვნელოვანია, რომ დონორობა უანგაროა. ორ მხარეს კონტაქტი აქვს საიტის გარეთ. კომუნიკაციის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა.

სისხლის გადასხმის ინსტრუქცია და რეკომენდაციები

ვუზიარებთ ერთმანეთს სიცოცხლეს
სისხლის ჯგუფი
სისხლის ჯგუფი არის ერითროციტების განსაკუთრებული ანტიგენების ნაკრები. ანტიგენები სახეობის სპეციფიურია, შედგებიან სისხლის წითელ უჯრედებთან დაკავშირებული ცილებისა და ნახშირწყლებისგან. ანტიგენები საჭიროა საკუთარი უჯრედების უცხო უჯრედებისგან გამოსარჩევად. დონორებისა და რეციპიენტების სისხლის ჯგუფის დადგენა მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლის გადასხმის პროცედურის ხანგრძლივობას.

ძაღლებისა და კატების სისხლის ჯგუფის დასადგენად არსებობს სპეციალური ექსპრეს-ტესტები. ისინი ძალიან მარტივია ხმარებაში, ჩასატარებლად საჭიროა 0.5 მლ სისხლი და სულ რაღაც 15 წუთი.
კატების სისხლის ჯგუფები
კატებს შესაძლებელია, 3 ტიპის სისხლი ჰქონდეთ: A, B და AB. არსებული სტატისტიკით, A ჯგუფის სისხლი აქვთ კატების 75-95%-ს, B – 5-25%-ს, ხოლო AB – 1%-ზე ნაკლებს. კატებს აქვთ ბუნებრივი ანტისხეულები, ამიტომ სხვა ცხოველების სისხლის გადასხმა, თუნდაც ერთჯერადად, არ არის რეკომენდებული. ასეთმა ქმედებამ, შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს ან ლეტალური შედეგით დასრულდეს.

რატომ არის თავსებადობის შესწავლა აუცილებელი ნებისმიერ სიტუაციაში?

კატებს, ცნობილი ერითროციტული ანტისხეულების (A, B, AB) გარდა, აქვთ განსხვავებული, სპეციფიური MIK-ანტისხეული (ადამიანის რეზუს ფაქტორის ანალოგი). ამ ანტისხეულის დიაგნოსტირება ლაბორატორიაში ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ანუ ვერ დგინდება სისხლი MIK-დადებითია თუ MIK-უარყოფითი. ზუსტად ამ მიზეზით თავსებადობის გამოკვლევა ყოველთვის აუცილებელია.

თუ ცხოველს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც სისხლის გადასხმა აქვს გაკეთებული, ეს ფაქტი აუცილებლად თქვენს მკურნალ ექიმს უნდა შეატყობინოთ. ასეთ სიტუაციაში აუცილებელი იქნება ჯგუფის დადგენა და თავსებადობის გამოკვლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადასხმისთვის იმავე დონორის სისხლი გამოიყენება, რაც წინა პროცედურისას.
ძაღლების სისხლის ჯგუფები
დღეისათვის აღმოჩენილი და დოკუმენტირებული არის ძაღლების 12 სხვადასხვა სისხლის ჯგუფი (DEA 1, 3, 4, 5, 7; Kai-1, 2; Dal). ძაღლებს არ გააჩნიათ ბუნებრივი ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაუდებელ სიტუაციებში ერთჯერადად შესაძლებელია თავსებადი სისხლის გადასხმა ჯგუფის დადგენის გარეშე.
pbbgeinfo@gmail.com