სისხლის გადასხმის ინსტრუქცია და რეკომენდაციები
სისხლის ჩაბარება შეუძლიათ 2-6 წლის კატებს, რომლებიც 4.5 კგ-ზე მეტს იწონიან და 2-7 წლის ძაღლებს, რომლებიც 25 კგ-ზე მეტს იწონიან. ცხოველი აუცილებლად აცრილი უნდა იყოს და პროცედურის წინ მას უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა. დონორს არ უნდა ჰქონდეს ქრონიკული დაავადებები. სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის დასადგენად განისაზღვრება მარტივი ტესტით.
რაიმე სპეციალური მომზადება დონაციისათის საჭირო არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია დახმარების სურვილის ქონა, დონაციის დღეს შიმშილობა და ნერვიულობისგან თავის შეკავება (ბოლო პუნქტი ძირითადად პატრონებს ეხებათ).